აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე რეკომენდაციები დაამტკიცეს
By

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე რეკომენდაციები დაამტკიცეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრი ფატი ხალვაში უძღვებოდა.
სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხოლო მდივნის პოზიციაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე.
საბჭომ იმსჯელა პრიორიტეტულ მიმართულებებზე და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღო. თქვა, რომ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტოა ჩართული.

მიღებული რეკომენდაციები რამდენიმე მნიშვნელოვან თემას მოიცავს:
ადრეული ქორწინების პრევენცია – საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევა, რომელშიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მონაწილეობენ;
ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა – დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიებში მოსწავლეების აქტიური ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
ძალადობის პრევენცია – ცენტრალურ უწყებებთან კოორდინაციით შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
სხდომაზე ასევე, იმსჯელეს საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაზე. წევრებს შორის პასუხისმგებლობები დარგობრივი მიმართულებების მიხედვით გადანაწილდა, რაც მიღებული რეკომენდაციების ეფექტიან შესრულებას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • თებერვალი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *