აჭარის უმაღლეს საბჭოში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლეს
By

აჭარის უმაღლეს საბჭოში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლეს

ახალგაზრდებმა საბჭოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტი ონლაინპლატფორმა chaerte.sca.ge-ს მეშვეობით დაგეგმეს.

მოსწავლეებს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი მამუკა კაკაბაძე შეხვდნენ.

ცოტნე ანანიძემ ახალგაზრდებთან ადამიანის უფლებებზე, მათი დაცვის სახელმწიფო და საერთაშორისო მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მოსწავლეებმა უმაღლესი საბჭოს წევრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

​ სტუმრებს თვითმმართველი ორგანოს სტრუქტურა და საქმიანობის სპეციფიკა მამუკა კაკაბაძემ გააცნო.

​ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, გაეცნენ შენობის ისტორიას და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *