აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა
By

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა

ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ხმების 80,6 პროცენტი, 42 876 ხმა მიიღო.

აჭარის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:

ბათუმი – გიორგი ცინცაძე – 42 876 ხმა (80,63%);

ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე – 26 847 ხმა (92,299%);

ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე – 17 026 ხმა (88,319%);

ქედა – მამუკა თურმანიძე – 9 024 ხმა (91,124%);

შუახევი – ომარ ტაკიძე – 7 756 ხმა (90,333%);

ხულო – ვახტანგ ბერიძე – 11 265 ხმა (86,547%).

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით, აჭარაში სულ 320 615 ამომრჩეველია, საიდანაც არჩევნებში, 4 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღო 146 845-მა ამომრჩეველმა (45,8 პროცენტმა). აქედან ქართულ ოცნებას ხმა მისცა 104 692-მა ამომრჩეველმა, ანუ აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32,6-მა პროცენტმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *