
By
აჭარის ჩემპიონატი – კლდეზე ცოცვაში
საინტერესოდ ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი კლდეზე სწრაფ და რთულ ცოცვაში.
სწრაფ ცოცვაში პირველ ადგილზე არჩილ აბუსერიძე და ანა ბოლქვაძე გავიდნენ, მეორეზე – როსტომ დიასამიძე და თამუნა გორგილაძე, ხოლო მესამეზე – ილია ბოლქვაძე და ლოლიტა აბაშიძე.
რთულ ცოცვაში ყველას როსტომ დიასამიძემ და თამუნა გორგილაძემ აჯობეს, მეორე ადგილზე ილია ბოლქვაძე და ანა ბოლქვაძე გავიდნენ, მესამეზე – ნიკა მჟავანაძე და ლოლიტა აბაშიძე.
მანანა ძიძიშვილი