აჭარის ჭიდაობის ფედერაცია
By

აჭარის ჭიდაობის ფედერაცია

14 თებერვალს გაიმართება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღის 2 საათზე.

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ფედერაციის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ;
  2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დამოწმებული ნოტარიულად);
  3. ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატების მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვლის 18 საათამდე. კანდიდატთა განაცხადებები მიიღება ბათუმის სასპორტო სკოლის შენობაში.

მისამართი: ფიროსმანის ქ.№14. რეგისტრაციისთვის მიმართეთ  აზა ქამადაძეს, ცნობისთვის დარეკეთ: 599 01 25 10, გელა.

აჭარის ჭიდაობის ფედერაციის გამგეობა

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *