
ახალგაზრდული ბანაკი -კურორტ გოდერძიზე
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე 3-დღიანი ახალგაზრდული ბანაკი მოქმედებდა. მერიის ახალგაზრდული განყოფილების მიერ შერჩეულმა 12-მა ახალგაზრდამ, კურორტზე ყოფნის პერიოდში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართა. ბანაკის მონაწილეებმა დაათვალიერეს კურორტისა და მიმდებარე ტერიტორიების ღირსშესანიშნაობანი.
ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების ჰარმონიული განვითარება, ახალი უნარების შეძენა, გუნდური მუშაობის წესების დაუფლება და პრობლემების გადაჭრის უნარების გამომუშავება.
მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა პიროვნული განვითარების და თვითრეალიზაციის, თავდაჯერებულობისა და პროფორიენტაციის, მოხალისეობის მნიშვნელობის, პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ბანაკის მონაწილეებს შუახევის მერი ომარ ტაკიძე შეხვდა, მოისმინა მათი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. მერმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
– განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური შესაძლებლობაა თითოეული ახალგაზრდისთვის. ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება, – თქვა ომარ ტაკიძემ.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
