19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები განიხილეს
By

ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები განიხილეს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე მოადგილე მირიან ქათამაძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ „სატყეო სააგენტოს“ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე  არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის,
რეგიონში გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, აჭარის სატყეო სააგენტოს საქმიანობა და მომავალში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

მინისტრი დაინტერესდა სეზონურად აქტუალური თემებით, ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის შედეგებით, საშეშე ტყე-კაფის გამოყოფის, ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზების შეკეთების და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხით.

შეხვედრის ფარგლებში, ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *