19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ახალი კორონავირუსით ინფიცირების 396 შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა
By

ახალი კორონავირუსით ინფიცირების 396 შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში კოვიდ 19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღეს კლინიკა 11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა. რეგიონში ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში სულ 200 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 90, ონლაინკლინიკაში – 107.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 015 კვლევა, მათ შორის 11 021 – ანტიგენის ტესტით და 6 994 – პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 396 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268 097-ს.
19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.2%, ბოლო 14 დღის – 2.6%, ხოლო შვიდი დღის – 2.4%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 261 066-მდე. ამასთან, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 425 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარაში – 8, იმერეთში – 59, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 25, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 580, საიდანაც: 1 769 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 200, იმერეთში – 401. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 349 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 40, იმერეთში – 108. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.
228 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 123 – თბილისში, 90 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 281 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45. სულ 6 ოქტომბრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 981 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 875 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 983 პირი, აჭარაში – 569, იმერეთში – 1 043.
  • No Comments
  • თებერვალი 20, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *