19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ახალი კორონავირუსით ინფიცირების 258 შემთხვევიდან 7 აჭარაში გამოვლინდა
By

ახალი კორონავირუსით ინფიცირების 258 შემთხვევიდან 7 აჭარაში გამოვლინდა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსის 7 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით. დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35 398-ს შეადგენს. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება ექვსი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 146 ინფიცირებული, კოვიდსასტუმროში – 88, ონლაინკლინიკაში – 145.

21 თებერვლის მონაცემებით, სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 258 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი, ხოლო 10 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სულ საქართველოში ვირუსის 268 355 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 637 -ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამში, 3 435-ია. ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 653 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 697, პისიარტესტით – 4 956. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,67%-ია, ბოლო 14 დღის – 2,6%, ბოლო 7 დღის – 2,5%. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 328 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 723, კლინიკურ სასტუმროში რჩება 231 პირი.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 132 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 35, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 19, კახეთში -16, მცხეთა-მთიანეთში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 257, საიდანაც 1 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, აჭარაში – 192, იმერეთში – 404.

  • No Comments
  • თებერვალი 21, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *