18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

ახალი კორონავირუსის კიდევ 193 შემთხვევა – აჭარაში

mariam xiTariSvili: 24 48 93 – აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ახალი კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. საქართველოს მასშტაბით, კლინიკებში 2817 პირი მკურნალობს, აქედან აჭარაში – 588. რეგიონის კლინიკებში მოთავსებული კოვიდინფიცირებულებიდან 69 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 10 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აჭარის კოვიდსასტუმროებში 1079 მოქალაქე რჩება, ​საკარანტინე სივრცეში კი 2337 პირი. სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 1194 შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 19857 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი – 425, აჭარა – 193, იმერეთი – 372, გურია – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27, ქვემო ქართლი – 53, შიდა ქართლი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 18, კახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 9. ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 2862 პაციენტი. კოვიდსასტუმროში მკურნალობს 1420 ადამიანი. საქართველოს მასშტაბით 341 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან თბილისში იმყოფება – 172, აჭარაში კი 69.]]>

  • No Comments
  • ოქტომბერი 20, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *