19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ახალი საახალწლო განათებები – ბათუმში
By

ახალი საახალწლო განათებები – ბათუმში

ბათუმში წელს ახალი სადღესასწაულო ილუმინაციები და აქსესუარები დამონტაჟდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
,,ამ ეტაპზე საახალწლო განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება. მოცულობითი სამუშაოებიდან გამომდინარე, განათებების მონტაჟი ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. ამ ეტაპზე სამუშაოები თამარის გზატკეცილსა და კაჩინსკების ქუჩებზე მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე დამონტაჟდება და 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების, საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 5 159 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს “აჭარგანათება” ახორციელებს.

  • No Comments
  • დეკემბერი 4, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *