ახალი სასტუმრო – ბათუმში
By

ახალი სასტუმრო – ბათუმში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ბათუმში ახალი სასტუმრო Hampton by Hilton Batumi Center-ი „ტურინვესტ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ გიორგი აბაშიძესთან ერთად გახსნა.
გახსნის ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა რეგიონში ხელს უწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, რასაც მსგავსი ინიციატივების განხორციელებაც ადასტურებს.
Hampton by Hilton-ის ბრენდი ასოცირდება სანდოობასა და მომსახურების მაღალ სტანდარტებთან, რაც რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის.
რვასართულიანი, 143-ნომრიანი სასტუმრო  მნიშვნელოვანი შენატანია საქართველოს მზარდ სასტუმრო ინდუსტრიაში.
სასტუმროს გახსნის ღონისძიებას, ასევე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *