ახალი სასწავლო წელი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
By

ახალი სასწავლო წელი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

ახალი სასწავლო წელი დაიწყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. ღონისძიებაზე პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს „კადეტთა მრწამსი“. მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *