„ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“
By

„ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი და რეაბილიტირებული სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდა. ასევე, პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა სკოლის სრული რეაბილიტაცია.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ტრიბუნით, გასახდელებით და სველი წერტილებით.

პროექტის ფარგლებში, ასევე, განახლდა სასწავლო შენობის სახურავი, ფასადი და შიდა ინფრასტრუქტურა. სკოლა სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, კეთილმოეწყო ტერიტორია.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *