
By
ახალი სპორტული მოედანი
ქედაში 3 სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაბაში, 9 აპრილის ქუჩაზე ახალი სპორტულო მოედნის მოწყობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონის ფილები, დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქციები, დაიგო ხელოვნური საფარი მოეწყო განათების სისტემა. მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთისთვის, ასევე, კალათბურთისა და ფრენბურთისთვის.
სპორტული მოედნის დასრულებული სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ისინი პატარების თამაშსაც დაესწრნენ.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
