
„ახალი ტალღა“ დასავლეთ ლიგის გამარჯვებულია
ბათუმში დასავლეთ საქართველოს პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ჩატარდა ფეხბურთში, რომელიც საპლაჟო მინი ფეხბურთის მოედანზე გაიმართა.
პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს კოლეჯი „ახალი ტალღა“ და „მახინჯაური“ დაუპირისპირდნენ.
მეორე შეხვედრაში კი ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს ფოთის `ფაზისი~ და ბათუმის ნავიგაციის პროფესიული კოლეჯი დაუპირისპირდნენ.
ფინალში ქობულეთის კოლეჯმა “ახალი ტალღა“ „ფაზისი“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა და საქართველოს დასავლეთ რეგიონის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს დასავლეთ რეგიონის გამარჯვებული გუნდი აღმოსავლეთ რეგიონში გამარჯვებულ გუნდს შეხვდება.
– გახარებულები ვართ, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გავიმარჯვეთ კიდეც. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს. ძალიან კარგია ასეთი ტურნირების ჩატარება. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, – თქვა „ახალი ტალღის“ ნაკრების წარმომადგენელმა თამაზ ხოროშვილმა.
– სასიხარულოა, რომ ჩვენი კოლეჯი აქტიურადაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში, შიდა ჩემპიონატებსაც ხშირად ვატარებთ, რაც ახალგაზრდებს ეხმარება მსგავს აქტივობებში წარმატებულ ასპარეზობაში, – აღნიშნა „ახალი ტალღის“ ექსტრაკურიკურული აქტივობების კოორდინატორმა ნინო მეფარიშვილმა.
– ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯისა და კოლეჯ „მოდუსის“ ორგანიზებით, პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი ტარდება. ბათუმში დასავლეთ ლიგა გაიმართა, სადაც ქობულეთის კოლეჯმა `ახალი ტალღა~ გაიმარჯვა. ფესტივალს, რომელიც ექსტრაკურიკურული აქტივობის ფარგლებში ტარდება, პროფესიული სააგენტო აფინანსებს. მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ასევე, პროფესიული კოლეჯების ურთიერთდაახლოებაა, – აღნიშნა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ტურნირის ორგანიზატორმა ვახტანგ თავდგირიძემ.