ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის თანამშრომლებს დირექტორის თანამდებობაზე ნათია თხილაიშვილი წარუდგენა.
ნათია თხილაიშვილი პროფესიით მეან-გინეკოლოგია. აქვს 28-წლიანი გამოცდილება, მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე, იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა მიზნად ისახავს დაწესებულების განვითარების პროცესის გაგრძელებას, არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრის ყოფილ დირექტორ ციური აბულაძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის და ცენტრის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ის მუშაობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გააგრძელებს.
