18 C ბათუმი
Saturday 14th June 2025
ახალშობილი მინისტრმა მოინახულა
By

ახალშობილი მინისტრმა მოინახულა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, ნინო გოლიაძეს და ალექსანდრე გიენკოს ვაჟი – ანდრია შეეძინათ. ახალშობილი მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოინახულა და წყვილს შვილის დაბადება მიულოცა.
„ვულოცავ გიენკოების ოჯახს შვილის შეძენას. მიხარია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში არაერთი წყვილი გავახარეთ. ამ დროისთვის დაბადებულია 57 ბავშვი, ხოლო 7 წყვილი მოლოდინის რეჟიმშია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას. პროგრამა 2022 წელს დაინერგა, მისი მიზანია უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება~, – აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
2025 წელს პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ ბიუჯეტი მილიონ 500 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ და შშმ სტატუსის მქონე პირებს, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებო სკოლების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც არანაკლებ 6 თვის განმავლობაში იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში და რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.

  • No Comments
  • ივნისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *