By
ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით ხუთი პროგრამა განხორციელდება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წელს, ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით, ხუთ პროგრამას განახორციელებს. სერვისებით 4 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს და დაფინანსდება 36 000-მდე რეაბილიტაციის კურსი.
უწყების ინფორმაციით, პროგრამები მოიცავს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას, ადრეული განვითარების ხელშეწყობას, ფსიქოსომატურ აბილიტაცია/რეაბილიტაციას, ძვალ-სახსროვანი დეფორმაციების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას და რთული ქცევის მქონე მოზარდთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
2025 წელს სამინისტროს პროგრამებით 3 500-მა ბავშვმა ისარგებლა, დაფინანსდა 27 000-ზე მეტი რეაბილიტაციის კურსი, რისთვისაც 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.