 
                                ბაზარს ელექტრონული მეთოდებით გამოიკვლევენ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, იგეგმება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვა, რაც გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. მან ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი კონკურენცია:
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც“, – განაცხადა პრემიერმა.

