ბათუმის ავტოტრანსპორტი სამარშრუტო ხაზებზე დროებითი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
By

ბათუმის ავტოტრანსპორტი სამარშრუტო ხაზებზე დროებითი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბათუმის ავტოტრანსპორტი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილებები.

,,18 ოქტომბრიდან, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოძრაობა იზღუდება – გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე, ასევე, თავდადებული-რუსთაველის კვეთიდან – გოგებაშვილი-რუსთაველის წრიულამდე.

აღნიშნული სამუშაოების გამო, ცვლილებები შევა ქვემოთ ჩამოთვლილი სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებებში და იმოძრავებენ შემდეგი სქემით:

№1 მარშრუტი:

ხიმშიაშვილის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა.

№1ა მარშრუტი:

ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა -ხიმშიაშვილის ქუჩა.

№10 და # 10ა მარშრუტები:

ხიმშიაშვილის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩა -რუსთაველის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა -ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა.

უკუმიმართულება: ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა -თავდადებულის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – გრიბოედოვის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა – ხიმშიაშვილის ქუჩა.

№15 მარშრუტი:

მელიქიშვილის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა.

უკუმიმართულება: ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილის ქუჩა.

სამუშაოების დასრულებამდე სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ დროებითი მარშრუტებით. გთხოვთ, გადაადგილებისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ოქტომბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *