ბათუმის ბულვარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
By

ბათუმის ბულვარს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე არჩილ ანთაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, ბულვარის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, არჩილ ანთაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. ,,2008 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, რაც ბულვარის ეფექტიან მართვასა და განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *