19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმის ბულვარში გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმზე გადადის
By

ბათუმის ბულვარში გამწვანების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმზე გადადის

ხატია იაშვილი: 555 184 888 –

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბულვარის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები შეზღუდული რაოდენობით განაგრძობდნენ მუშაობას, დღეიდან კი სამუშაოები სრული დატვირთვით განახლდა.
საგაზაფხულო-მოვლითი სამუშაოები კოვიდ 19-ის პრევენციასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, ვირუსის გავრცელებისა და უსაფრთხოების მიზნით, მებაღეებს ყოველდღიურად თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. მუშა-პერსონალის მხრიდან დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განახლდება საყვავილე კლუმბების დიზაინი. დამატებით, დაირგვება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე სხვადასხვა რეკრეაციული ზონა ახალი მწვანე საფარით განახლდება.

გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, წლის ბოლომდე დაგეგმილია 350 ათასი ძირი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილის, 2 ათასზე მეტი დეკორატიული და მრავალწლოვანი ხის დარგვა.
ბათუმის ბულვარი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, კვლავ გააგრძელებს მცენარეთა საფარის განახლებისა და მოვლა-პატრონობის სამუშაოებს.

  • No Comments
  • მაისი 19, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *