By
ბათუმის ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა
ბათუმის ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი მოხდა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, კონსტრუქცია თავად მეპატრონემ დაშალა, ქვის კარკასის დემონტაჟი კი მერიის ტექნიკით განხორციელდა. კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება.