19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმის თოჯინების თეატრმა ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალის გრან პრი დაისაკუთრა
By

ბათუმის თოჯინების თეატრმა ყაზახეთის საერთაშორისო ფესტივალის გრან პრი დაისაკუთრა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლით „წერილი ჯერალდინას” ყაზახეთში გამართულ თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრი აიღო. მოგეხსენებათ, 20-25 ოქტომბერს თეატრმა ალმათის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის თოჯინების თეატრების დასებთან ერთად წარსდგა.

საფესტივალო წარმოდგენებს ალმათის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა. გაზეთი „აჭარა“ თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს ულოცავს ასეთი ჯილდოს მოპოვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *