
ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად, ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დააფუძნა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა.
ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე არიან, 8 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაიხურა. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან მოეწყო მსვლელობა საოცრებათა მოედნისკენ, გიგანტურ, ექვსმეტრიან თოჯინა „ხეტიალასთან“ ერთად, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მხატვარ-კონსტრუქტორმა გიორგი გოგიტიძემ შექმნა.
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, სახელოვნებო უნივერსიტეტების რექტორები, თეატრმცოდნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
gamarjvebulebi Svid nominaciaSi gamovlindnen:
festivalis `granpris~ mflobeli – saukeTeso speqtakli – `maxinji ixvis WuWuli~ (reJisori nino maRlakeliZe, quTaisis iakob gogebaSvilis saxelobis Tojinebis profesiuli saxelmwifo Teatri). Nominacia`saukeTeso reJisura~ – nino maRlakeliZe (speqtaklisTvis `maxinji ixvis WuWuli~). nominacia `saukeTeso scenografia~ – vaxtang qoriZe, speqtaklisTvis – `80 000 km wyalqveS~ (reJisori daviT Tarba, axalcixis Tojinebis profesiuli saxelmwifo Teatri). nominacia `saukeTeso musikaluri gaformeba~ – sandro nikolaZe speqtaklisTvis `zurmuxtqalaqis jadoqari~ (reJisori ioseb bakuraZe, baTumis Tojinebisa da mozard mayurebelTa profesiuli saxelmwifo Teatri). nominacia – `saukeTeso msaxiobi qali~ irina kubanski da Tamar gelaSvili (rolisTvis Tojina `sofi~ speqtaklSi `SeSlilis werilebi~, reJisori – leqso Cemia. borjomis Tojinebis profesiuli saxelmwifo Teatri). nominacia `saukeTeso msaxiobi kaci~ – abel soselia (rolisTvis speqtaklSi `maxinji ixvis WuWuli~, reJisori – nino maRlakeliZe, quTaisis iakob gogebaSvilis saxelobis Tojinebis profesiuli saxelmwifo Teatri). `qarTuli kritikis specialuri prizi~ gadaeca axalcixis Tojinebis profesiul saxelmwifo Teatrs.
კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან. ფესტივალის პირველ წელს რვა საკონკურსო და ორი არასაკონკურსო ჩვენების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო შვიდი თეატრის ათი სპექტაკლი.
– ჩემთვის დიდი პატივია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმში ყოფნა. ჩემი მთავარი მიზანია, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, შესანიშნავ კულტურის მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს ვუთხრა მადლობა ამ ინიციატივისათვის, რომელიც გულისხმობდა დიალოგს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თუ როგორ გამხდარიყო ბათუმი, არაერთ სხვა კულტურულ ღონისძიებასთან ერთად, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის მიმზიდველი კულტურული კერა. ასე ჩაეყარა საფუძველი ამ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც პირველ რიგში, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეძღვნება, თოჯინურ ხელოვნებას, მადლიერების გამოხატვას მეთოჯინეებისადმი, იმ ადამიანებისადმი, ვინც თოჯინების თეატრს მიუძღვნა მთელი ცხოვრება და შეიძლება ისე გაილიოს მათი კარიერა, რომ ვერავინ დაინახოს, ვინ დგას თოჯინის უკან. ამიტომაც, ისინი დავაჯილდოვეთ, ვინც საუკეთესო ნამუშევრები წარმოადგინა და რაც მთავარია, შევთანხმდით, როგორც ჩვენი სამინისტრო, ასევე, აქაური ხელისუფლება, რომ მომავალ წელს ეს ფესტივალი იცოცხლებს, მოიკრებს კიდევ მეტ ძალას და გახდება კიდევ უფრო მასშტაბური, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
– თოჯინების თეატრის მხარდაჭერა, როგორც აჭარის კულტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ამ მნიშვნელოვანი დარგის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ორმაგად სასიხარულოა, რომ ბათუმი იქცა საერთაშორისო ფესტივალების ტრადიციულ მასპინძელ ქალაქად, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
– ბათუმმა უმასპინძლა ფესტივალს, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. ამ ფესტივალზე ქართული თეატრები კიდევ უფრო მეტად დამეგობრდნენ, იყო სიახლეების გაზიარება. ჩვენმა ქალაქმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მზად ვართ როგორც ქართულ სახელოვნებო სივრცეში, ასევე, მთლიანად საერთაშორისო ფორმატში ვთქვათ ჩვენი სიტყვა. ეს ფესტივალი ტრადიციად იქცევა და წარმატებული იქნება, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
მომავალში ფესტივალი გაფართოვდება და მოიცავს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების თეატრალურ დასებს.