ბათუმის მერია ბოდიშს იხდის
By

ბათუმის მერია ბოდიშს იხდის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 16 ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

,,შეზღუდვის პერიოდში დროებით შეიცვლება №11 სამარშრუტო ხაზის სქემა: წერეთლის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა – შაფათავას ქუჩა – შავშეთის ქუჩა. უკუმიმართულებით გადაადგილება უცვლელად შენარჩუნდება.

აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთებზე არსებითად გაიზრდება სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა’“, – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ბათუმის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *