
By
ბათუმის პოპულარიზაცია „Wizz Air“-ის საბორტო ჟურნალში გრძელდება
„ესტუმრე ბათუმს“ – ამ სათაურით ავიაკომპანია „Wizz Air“-ის საბორტო ჟურნალის შემოდგომის გამოცემაშიც ბათუმის შესახებ ჩანართი დაიბეჭდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისათვის, ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. წელს, აჭარის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალების ზაფხული-შემოდგომის ნომრებში გამოქვეყნდა.
ჟურნალ ,,Wizz“-ის ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.