By
ბათუმის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა
,,ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, ჩაქვის მდინარეზე სიმღვრივის მომატების გამო, სათავიდან წყალმომარაგება შეეზღუდა ბათუმის სხვადასხვა უბანს. ,,ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ადლიის მიმართულებით, თამარის დასახლებაში, წინსვლაში, ორთაბათუმსა და ბარცხანაში, ნობელების, მაიაკოვსკის, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, კაჩინსკების, ზღვისპირის, შავშეთის, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის ქუჩებსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,ბათუმის წყალი“ ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგება 20:00 საათისთვის აღდგება.
გალერეა
