19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარები აიცრნენ
By

ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარები აიცრნენ

წმიდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია. დღეს აქ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იმათ ჩაუტარდათ, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ. ვაქცინაციის მიზნით, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსთა ჯგუფი მათ სათნოების სავანეში ეწვია. ვაქცინაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მისი მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრნენ.

– თავშესაფრის ბენეფიციართა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობა ასაკოვანია, ნაწილს კი აქვს ქრონიკული დაავადებები. მათი სრულყოფილად ვაქცინაციისათვის დღეს ამცრელი ბრიგადა ადგილზე მოვიდა. მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებთა 95% უკვე აცრილია, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. დღემდე სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია სავანის 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით აცრილები არიან.

  • No Comments
  • აგვისტო 23, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *