ბათუმის შესახებ – ბრიტანულ ჟურნალში
By

ბათუმის შესახებ – ბრიტანულ ჟურნალში

პოპულარული ბრიტანული სათავგადასავლო ჟურნალი ,,Wired for adventure” ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც

მკითხველს აჭარის ოთხი სეზონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ და ახალი თავგადასავლების საძიებლად ბათუმში სტუმრობისკენ მოუწოდებენ.

ჟურნალის გარეკანზე, სადაც ბათუმის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, კურორტ „გოდერძის“ ულამაზესი ფოტოა განთავსებული.

ბათუმის ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებების შესახებ, ასევე, გამოქვეყნდა საინტერესო ფოტოპოსტები ჟურნალის ოფიციალურ გვერდებზე Facebook-ში, Instagram-სა და Threads-ზე.

სათავგადასავლო ტურისტულ ჟურნალს ,,Wired for adventure” ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ჰყავს.

 

  • No Comments
  • იანვარი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *