ბათუმის N2 სკოლის მოსწავლეები – აჭარის უმაღლეს საბჭოში
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტი ვებპლატფორმის – chaerte.sca.ge – მეშვეობით წინასწარ დაგეგმეს.
შეხვედრისას დავით გაბაიძემ მოსწავლეებს დეტალურად გააცნო აჭარის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კანონშემოქმედებითი პროცესის პრინციპები.
მან ასევე, ისაუბრა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციებზე, მათი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მართვის სხვა საკითხებზე.
შეხვედრის განმავლობაში თავმჯდომარემ ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა.
ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრში მოისმინეს შენობის ისტორია, დაათვალიერეს პლენარულ სხდომათა დარბაზი და საკანონმდებლო ორგანოს შენობა. ვიზიტის დასასრულს ახალგაზრდებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.