ბათუმი მე-13 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
By

ბათუმი მე-13 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

დღეს, საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით, ,,აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების’’ მე-13 საერთაშორისო გამოფენა ,,Agro Batumi 2025“ ოფიციალურად გაიხსნა.  ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიებს საშუალება აქვთ, საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებელს გააცნონ და ამავდროულად, რეკლამირებაც გაუწიონ. გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურებიც.
საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილია ნოვაციები აგრარული დარგის სხვადასხვა კუთხით, კერძოდ, მეფრინველეობის, მეცხოველეობის, მემცენარეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების მიმართულებებით. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სერტიფიკატებით.
,,აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების“ გამოფენის პარალელურად, ბათუმი აგრარულ ფორუმს „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია რეგიონის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელი აგრომეწარმეების დაკავშირება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება. განიხილავენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ბიზნესსაინვესტიციო გარემოს და აგრარულ სექტორში არსებულ პოტენციალს, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებს, აგრობიზნესის პერსპექტივებსა და გამოწვევებს, ასევე, სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულებით არსებულ ტენდენციებს.

ღონისძიებას ორგანიზებას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. გამოფენა და ფორუმი სასტუმრო „Courtyard by Marriott Batumi“-ში ტარდება. დასწრება უფასოა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *