19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
By

ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

22 ივნისიდან 3 ივლისამდე ბათუმში „ფიდეს“ მსოფლიო თასი იმართება ჭადრაკში 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელიც ტრადიციულია და ჩვენი ქალაქი მას მესამედ მასპინძლობს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ბათუმში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 300 ბავშვი ჩამოვიდა.

პრესტიჟული ღონისძიება საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის (ფიდეს), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება. მისი ფინანსური მხარდამჭერებია საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, მხარდამჭერები – ბათუმის მერია, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ღონისძიება დღეს, 23 ივნისს, 14 საათსა და 30 წუთზე, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ ოფიციალურად გაიხსნება.

ძირითადი შეჯიბრების გარდა აქ გაიმართება დელეგაციების მწვრთნელთა ბლიც ტურნირი, ასევე, გათამაშდება საჭადრაკო კომპოზიციების თასი (8, 10, 12 წლამდე მოჭადრაკეებს შორის).

5-დან 28 ივლისის ჩათვლით ბათუმი ასევე მნიშვნელოვან ღონისძიებას – ქალთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *