ბათუმი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
By

ბათუმი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში, ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირს – „ბათუმი ოუფენს“ უმასპინძლებს.

ტურნირი ორდღიან ფორმატში ჩატარდება. 25 ოქტომბერს შეჯიბრება 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის გაიმართება. 26 ოქტომბერს ბათუმის სპორტის სასახლეში სპორტსმენები გრან-პრისთვის იბრძოლებენ, სადაც აბსოლუტურ წონაში 12 ქვეყნის 57 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის, 32 კაცი და 25 ქალი.

ტურნირში მონაწილეობას კონტაქტური კარატეს მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები მიიღებენ, რაც შეჯიბრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და გულშემატკივარს მაღალი დონის ბრძოლების ხილვის საშუალებას მისცემს.

„ბათუმი ოუფენი“ კონტაქტური კარატეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციასთან ერთად, ყოველწლიურად იმართება.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *