18 C ბათუმი
Monday 16th June 2025
ბათუმმა საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უმასპინძლა
By

ბათუმმა საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციას უმასპინძლა

ბათუმში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და მედიასააგენტო XPRIMM-ის (Promoting the Reinsurance & Insurance Market by Media) ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა.

მასში 19 ქვეყნის 100-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მათ შორის აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, მალაიზიიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, შვეიცარიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, ასევე, კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ 7 ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს მაღალი რანგის წარმომადგენლები: აზერბაიჯანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, მონტენეგროდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

„საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია 2025“-ის მთავარი მიზანი იყო სადაზღვევო სისტემის სხვადასხვა მონაწილეთა გაერთიანება საერთო მიდგომების ირგვლივ, რაც ხელს შეუწყობს ძლიერი და მდგრადი სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ XPRIMM-ი სპეციალიზებულია დაზღვევის, გადაზღვევის, დაზღვევის საშუამავლო საქმიანობის და კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე, ამდენად, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბაზრის მოთამაშეებისა და სადაზღვევო ზედამხედველებისთვის, სადაც განიხილება სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები, სტრატეგიები და განვითარების შესაძლებლობები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიები, ბროკერები, ფინანსური ინსტიტუტები, ასევე, საერთაშორისო ასოციაციებისა და მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

წლევანდელი ღონისძიების თანადამფინანსებლები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები.

 

  • No Comments
  • ივნისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *