By
ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
ბათუმმა კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს – BATUMI OPEN-ს და GRAND PRIX-ს უმასპინძლა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 163 სპორტსმენი საქართველოდან.

ტურნირის ფინალურ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.