19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმს ახალი მუზეუმი შეემატება
By

ბათუმს ახალი მუზეუმი შეემატება

ნანა აბულაძე 577 20 35 90 –

ბათუმს მალე სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი შეემატება, რომელიც ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში განთავსდება. მუზეუმი ქართული კინოს ისტორიასა და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციებზე მოუყვება ჩვენი ქალაქის მცხოვრებთ და ვიზიტიორებს.

„შეიქმნება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, რომელიც უმასპინძლებს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე სტუმრებს. მოგახსენებთ, რომ სამშენებლო სამუშაოები სრულ შესაბამისობაშია პროექტთან. ბათუმის კინოს მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სრული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერი 2023 წლის მარტში გამოაცხადა. გამოვლინდა გამარჯვებული. სამშენებლო პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების მუზეუმის მოწყობას, რომელშიც განთავსდება საექსპოზოციო დარბაზები, ფონდსაცავი, მოსასვენებელი სივრცე და კინოდარბაზი. სივრცეები აღიჭურვება მაღალტექნოლოგიური ინვენტარით. მუზეუმი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სსიპ აჭარის მუზეუმსა და სს „სამშენებლო კომპანია ივერთმშენს“ შორის 2023 წლის 21 მაისს გაფორმებული № 108 ხელშეკრულების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 733 333 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია აჭარის მუზეუმის გაერთიანება – სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორ თეონა ზოიძის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

  • No Comments
  • აგვისტო 30, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *