19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო – „რუმსი“ შეემატა
By

ბათუმს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო – „რუმსი“ შეემატა

„აჭარა ჯგუფის“ ჰოლდინგმა ობიექტის მშენებლობისთვის 24 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ქართული ბრენდის ოთხსართულიანი შენობა, გოგებაშვილის ქუჩაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ადგილზე აშენდა, მისი გახსნა კი სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენჯერმე გადაიდო. 120-ნომრიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო დარბაზი და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.

სასტუმროს ხელმძღვანელთა განცხადებით, „რუმსში“, ამ ეტაპზე, 150 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივია დასაქმებული. სასტუმროს მალე რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება და ახალი სეზონისთვის დასაქმებულთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდასაც ვარაუდობენ. ახლადგახსნილი სასტუმრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *