
ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 102 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 518 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 234 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 108 – ქუთაისში, 102 – ბათუმში, 74 კი – რუსთავში. 518 სამართალდამრღვევიდან 459 ფიზიკური პირია, 59 შემთხვევაში კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 286 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 207 – მიკროავტობუსის, 23 სატვირთო ავტომობილის, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.