19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
By

ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

რიგით მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია ,,ჯეოანესთეზია – 2023’’ დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიხსნა. დელეგატებს სიტყვით მიმართა და წარმატებული შეხვედრები უსურვა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ქართველ მომხსენებლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. გაიმართება სამუშაო შეხვედრები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისთვისაც. გაიმართება სადისკუსიო პანელი, სადაც ისაუბრებენ აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენცია პერმანენტულად ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით.

„ჯეოანესთეზია – 2023“ აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და უფლებამოსილია გასცეს კრედიტქულები.

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *