19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება
By

ბათუმში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს საწარმო ,,ნოვას“ თანამშრომლებთან გაიმართა. მას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოადგილე მარი ზანაქიძესთან ერთად უძღვებოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა, პასუხები გაეცა ვაქცინაციის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს.

– დღეს ვიმყოფებოდით საწარმო ,,ნოვაში “, სადაც შევხვდით ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაკუთრებული ინტერესი იგრძნობოდა მათგან, ვინც არ იყვნენ ვაქცინირებულები – ჰქონდათ კითხვები და მოსაზრებები, ყველა კითხვა განვიხილეთ და შეხვედრის შემდეგ მათმა უმრავლესობამ გადაწყვიტა ვაქცინაცია. გამსვლელი ბრიგადის საშუალებით, ადმინისტრირება მოხდა სამი სახის ვაქცინით: „ფაიზერით“,“ სინოვაკითა“ და „სინოფარმით“, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ მარი ზანაქიძემ.

მინისტრმა საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვაქცინაციის აუცილებლობასა და ეპიდვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, ხოლო ხელმძღვანელ პირებს – ორგანიზაციის თანამშრომლების ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობებისათვის. დღეს გამსვლელმა ბრიგადამ, დამატებით, საწარმოს 22 თანამშრომელი აცრა. ამ დროისთვის აჭარაში სულ 197 935 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *