ბათუმში მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
By

ბათუმში მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბათუმის სადგურთან მოხდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მატარებელი დაახლოებით ერთი საათი გაჩერებული იყო.

 

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *