19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
ბათუმში სამართალდამცავებმა ჭურვი აღმოაჩინეს
By

ბათუმში სამართალდამცავებმა ჭურვი აღმოაჩინეს

ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –

ამ წუთებში ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში საეჭვო ნივთი იპოვეს. მათივე თქმით, ბინაში ანტისანიტარია იყო, მეზობლებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მერიის სამსახურები გამოიძახეს.

ადგილზე სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, ბინიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა დაიწყეს, რა დროსაც ჭურვი აღმოაჩინეს.
ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

  • No Comments
  • მაისი 5, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *