ბათუმში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
By

ბათუმში ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში ცივი იარაღის გამოყენებით მოქალაქისთვის მძიმე დაზიანებების მიყენების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების დროს, 2003 წელს დაბადებულ ა.დ.-ს ცივი იარაღით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • იანვარი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *