ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
By

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საშუალო ბიზნესის, ასევე საქართველოს ბანკისა და Galt & Taggart-ის წარმომადგენლებმა აჭარის ეკონომიკური ტენდენციები და ტურიზმის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში ამჟამად არსებული ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა თათია მამრიკიშვილმა მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა BMG-ის გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე.

„SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა თორნიკე კუპრაშვილმა.

SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ის კვლევებზე დაყრდნობით, ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.

Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *