ბეტონის საფარი მალე დაიგება
By

ბეტონის საფარი მალე დაიგება

შუახევი-ხაბელაშვილები- თაგინურის საავტომობილო გზა წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გაიყვანეს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ნაჩქარევად გაყვანილ გზაზე ტრანსპორტს ნორმალურად გადაადგილება, ტვირთის გადატანა და მგზავრთა გადაყვანა ურთულდებოდა. გზის სივიწროვეს, დაკიდული აღმართებიც ემატებოდა. მათი ნაწილის რეკონსტრუქციისა და ბეტონის საფარის დაგების შემდეგ, ტრანსპორტს, ამინდის გაუარესების შემთხვევაშიც, მოძრაობა გაუიოლდა. აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით, ახლა გზის რეკონსტრუქცია, მოშანდაკება, 700 გრძივ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასაგებად გზის მომზადება მიმდინარეობს.

„შუამთობის“ დღეებში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აქტიურდება. ეს კარგად იციან აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის განყოფილებაში. ერთი კვირის განმავლობაში, შოთა ქარცივაძის ხელმძღვანელობით, 10-მდე ტექნიკა იყო მობილიზებული 25 კილომეტრი გზის მოსაწესრიგებლად. მოსახლეობა კმაყოფილია მექანიზატორების თემურ, მამუკა ლომინაძეების, მინდია აბუსელიძის, შოთა ფუტკარაძის, მძღოლების ჯემალ აბუსელიძის, ჯემალ ხიმშიაშვილის მუშაობით.

გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოინახულეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *