
ბექა ნდობას გაამართლებს
წინა საუკუნის 90-იან წლებში ნანა და ბექა ბერიძეების მშობლების – მაია ვანაძისა და თემურ ბერიძის ოჯახი ხულოს რაიონის სოფელ მეკეიძეებიდან ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპასოვკაში სტიქიის შემოტევის გამო გადასახლდა. მარიამს საშუალო განათლება სპასოვკის საჯარო სკოლაში მიაღებინეს და ის ახლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
სპორტისადმი, კერძოდ ფეხბურთისადმი ლტოლვამ, კეთილი ადამიანების თანადგომამ ბექას უკარნახა, რომ მეშვიდე კლასიდან სწავლა თბილისის 158-ე საჯარო სკოლაში გაეგრძელებინა და საყვარელი სპორტისთვის მეტი დრო დაეთმო. ნიჭიერმა დამწყებმა ფეხბურთელმა, მისმა მიზანსწრაფვამ ცნობილი სპეციალისტების ყურადღება მალევე მიიქცია.
დრიბლინგის პირადი ხელწერა, ფიზიკური ამტანობა, ნებისყოფა ბექას თანატოლებისგან გამოარჩევს. სპორტის ქომაგებმა, ქართველმა სპეციალისტებმა ბექას გზა ესპანეთისკენ გაუხსნეს. ის აჭარის მთიანეთის მკვიდრთაგან პირველი ჭაბუკია, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის აკადემია „ბენფერის“ წევრი გახდა. წარმატებები ვუსურვოთ პირველ მერცხალს. იმედს ვიტოვებთ, რომ ბექა ნდობას გაამართლებს.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა

