ბეშუმი „შუამთობაზე“ გვიხმობს
By

ბეშუმი „შუამთობაზე“ გვიხმობს

2 აგვისტოს კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები: დღის 12 საათიდან 17 საათამდე საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართება, მოეწყობა კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები.

„შუამთობას“ ოფიციალურად, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“ და ვოკალური ანსამბლი „ხულო“ გახსნიან. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, „საპატიო ხულოელების “ დაჯილდოება და ნიშნობის ცერემონია გაიმართება.

ზეიმის მონაწილეების წინაშე გამოვლენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები „არგინეთი“,„ციცინათელა“,„საციხური“, „იბერია“ „სხალთა“, ბენდი „გოდერძი“, ჯგუფი „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, DJ ჩიკი.

14 საათსა და 30 წუთიდან ბეშუმი სპორტულ ღონისძიებებს: დოღს, ქართულ ჭიდაობას, მკლავჭიდს უმასპინძლებს. დასასრულ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ივლისი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *