ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს, საკონსულოს წარმომადგენელს ნაჰბუბა ნამაზოვას და „სოკარის“ რეგიონალურ მენეჯერს საფარ ალიზადას უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე საკითხები და 2026 წლისთვის დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებები.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბიზნესკავშირების გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას,“ – აღნიშნულია სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.